მცხეთაში

0 comments
                                              ძველი დედაქალაქი 
   
” ძველი წელთაღრიცხვის IY-III საუკუნეების მიჯნაზე ჩამოყალიბდა ქართლის (იბერიის) სამეფო ცენტრით მცხეთაში. აქედან მოყოლებული რვაასი წლის მანძილზე მცხეთა იყო ქართლის დედაქალაქი. მისის სატახტო ქალაქად ქცევა განაპირობა შესანიშნავმა ბუნებრივმა პირობებმა და დიდი სავაჭრო გზების გადაკვეთის ადგილზე მდებარეობამ.მტკვრისა და არაგვის ხეობაში , მაღალი მთებით გარშემორტყმული მცხეთა ბუნებრივად დაცული იყო .
    ქართული საისტორიო ტრადიციების მიხედვით ქართველთა ეთნარქი ქართლოსი .. ”მოვიდა პირველად ადგილსა მას, სად შეერთვის არაგვი მტკუარსა”...ხოლო მისმა ვაჟმა მცხეთოსმა ”აღაშენა ქალაქი შესაკრებელსა შორის მტკვრისა და არაგვისა და უწოდა სახელი თვისი მცხეთა” -კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების  და ისტორიული ქალაქების დაცვა დაცვა. გვ.31.-სწორედ ამ აბზაცის წაკითხვით დავიწყე გაკვეტილი სანამ მოსწავლეებს შევატყობინებდი რომ შაბათს მცხეთას მივდივართ....

 მცხეთა თბილისთან აქვეა , ახლოს,  ხშირად როცა ვგეგმავთ ხოლმე გასვლებს მოსწავლეებთან ერთად ქალაქგარეთ ვარჩევთ მარშრუტებს და ხდება ხოლმე ისე , რომ მცხეთა გასვლისას, ან ქალაქში დაბრუნებისას ”გავლა-გამოვლით” დაგვითვალიერებია, არადა მერწმუნეთ არ გეყოფათ ერთი  დღეც  კი იმისათვის, რომ თავიდან ბოლომდე ნახოთ მცხეთა, ვიცი გაგეღიმებათ, რა უნდა მცხეთის დათვალიერებასო, მაგრამ ვინც იცის მცხეთის ისტორია დამეთანხმება , რომ ეს ის ქალაქია სადაც უამრავი ისტორიული მასალა ჯეერ კიდევ გახსნილი არ არის და განისვენებს მიწის ქვეშ, აღმოჩენები კი ყოველწლიურად გვაოცებს , დღეს სანახავ -დასათვალიერებელი კი ერთ განსაკუთრებულ დღეს მოითხოვს და იქ წასვლას შემზადებაც ჭირდება .