ნაბიჯი პირველი

0 comments



    სად და როგორ შეიძლება დავაკავშიროთ მცხეთის ისტორია გაკვეთილზე?!დავიწყოთ ადგილმდებარეობის დადგენითა და რუკაზე ორიენტირებით;
 
რა თქმა უნდა მეხუთეკლასელები ბევრად ადრე იგებენ რა არის რუკა, თანამედროვე მოსწავლემ კარგად იცის რა არის გლობუსი და ინტერნეტსივრცესი ხშირად უნახავთ საქართველოს კარტოგრაფიული გამოსახულება. იმისათვის რომ სწავლება გახდეს სახალისო,  მაშინ როდესაც ვიწყებთ  საქართველოს ადგილმდებარეობის შესწავლას , გაკვეთილზე შევდივარ თვასაჩინოებებით შეიარაღებული.რუკა, გლობუსი, ჩემ მიერ შექმნილი პრეზენტაცია- სადაც რუკების ელექტრონული ვერსიები მაქვს ..
    მაშ ასე, როგორ დავაკავშიროთ გაკვეთილი საქართველოს ადგილდებარეობის და გეოგრაფიული გარეომოს შესწავლა მცხეთასთან, ეს დამეთანხმებით რომ ძალიან
ადვილია. თავდაპირველად ვიღებთ
მსოფლიო რუკას და ვეძებთ ჩვენ სამშობლოს, რუკაზე ორინეტირების შემდეგ მოსწავლეებთან ერთად ვმუშაობთ გლობუსზე, ვეცადოთ მთელი კლასი იყოს ჩართული და არავინ დავტოვოთ უყურადღებოდ , ერთად მივიყვანოთ მოსწავლეები რუკასთან და შემდეგ მივცეთ საშუალება მოსწავლეებს სათითაოდ იმუშაონ , იმისათვის რომ არ შექმილიყო ქაოსი გაკვეთილზე მოსწავლეების
დაყავით ორ ჯგუფად, ნაწილი მუშაობდა გლობუსთან ნაწილილი რუკასთან .,ჩემი მეთორმეტეკლასელები, რომელთაც არ ქონდათ გაკვეთილი, სიამოვნებით დამეხმარნენ ამ აქტივობის ჩატარებაში :)

აქტივობა  1ვაკავშირებთ მცხეთასთან გაკვეთილს  ;  ვსვამთ შეკითხვებს-
. სად მდებარეობს თბილისი  რუკაზე?
ბ. რომელი ქალაქი ესაზღვრება თბილისს დასავლეთიდან?
. მდინარე მტკვარი რომელ ტერიტორიას გამოივლის სანამ თბილისში "შემოვა"?
. რომელ ტაძარს დაინახავთ თუ იმოძრავებთ თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით?
  მოსწავლეებს რუკაზე ორიენტირების უკეთ შესწავლას სწორედ ამ ტიპის შეკითხვებზე პასუხის მოძიება და "კვლევა" ეხმარება; მასწავლებელი  დამხმარეა, ჩვენ ერთად ვეძებთ რუკაზე ტერიტორიებს , მოსწავლეები ვირტუალურად "მოგზაურობენ" თბილისიდან მცხეთისკენ და ასევე ცდილობენ აღიდგინონ  წინარეცოდნა ,ამ შემთვევაში ხდება ინტეგრირება ისტორიისა და გეოგრაფიისა. მუშაობის პროცესში აღმოჩნდა, რომ უმეტესობას აქვს წარმოდგენა მცხეთაზე, არკვევს მის ადგილმდებარეობას , ნაწილმა  ისაუბრა , რომ ნამყოფია საქართველოს უძველეს დედაქალაქშიც
დისკუსია თემაზე : მცხეთა უძველესი ქალაქი ;

მე ჩემი მეხუთეკლასელებისაგან მივიღე ძალიან საინტერესო პასუხები

1. უმეტესობამ იცის მცხეთის ადგილმდებარეობა, მაგრამ სვეტიცხოველზე ქონდათ ბუნდოვანი წარმოდგენა ;
2. მათ უნახავთ ძალიან ლამაზი ტაძარი , მაგრამ ზოგი ახლოდან არ იცნობდა, ზოგმა იცოდა, მაგრამ მხოლოდ მე-4 ს-ში მისი აღმშენებლობის შესახებ;
3. პასუხების პარალელურად მე მათ შემომთავაზეს მოგვეწყო გასვლა მცხეთაში, რადგან       მათ ქონდათ სურვილი უფრო მეტი ცოდნა ქონოდათ ვიდრე აქამდე ქონდათ
გასვლა მცხეთაში უკვე იგეგმება კლასის ხელმძღვანელთან შეთანხმებით ( ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩემსავით არ ხართ კლასის დამრიგებელი) ჩვენ შევარჩიეთ არასაგვეთილო პერიოდი და იქამდე ჩემი მეხუთეკლასელებისათვის წინარეცოდნისათვის დავგეგმე კიდევ ერთი სახალისო გაკვეთილი „ვასწავლით და ვსწავლობთ“