„2003 წელს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სამმართველოს (პარიზის)და იუნესკოს ამანის ოფისის მიერ ინგლისურ და არაბულ ენებზე გამოიცა წიგნი -„გავაცნოთ ახალგაზრდებს მემკვიდრეობის ძეგლების მართვა და დაცვა : პრაქტიკული სახელმძღვანელო არაბეთის რეგიონის საშუალო სკოლის მასწავლებლებისათვის“ Introduction young people to heritage site management and protectical manual for secondary school teachers in the Arab region)“
    2006 წელს იკრომმა მეორედ გამოსცა სახელმძღვანელო, რომლის დახმარებითაც უკვე 2014 წელს ICOMOS მიერ მომზადდა ქართული ვერსია ამ დამხმარე სახელმძღვანელოსი, ეს გახლავთ „კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ქალაქების დაცვა : შესავალი კურსი საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეეებისათვის“, მართლია აქ არ არის აღნიშნული დაწყებითი საფეხური , მაგრამ გამომდინარე ეროვნული სასწავლო გეგმიდან თუ გადავხედავთ „ჩვენი საქართველოს“ პროგრამას , მერწმუნეთ ამ მასალის გამოყენება მეხუთე კლასშიც შეიძლება, უფრო მეტიც ჩვენ შეგვიძლია დავგეგმოთ ძალინიან საინტერესო პროექტი , რომელიც ერთი მხრივ ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ჩვენი საქართველოს ისტორიული ძეგლებისა და ქალაქების უკეთ გაცნობას, განხორვიელებული აქტივობების საშუალებით გაიზრდება მოსწავლეების აქტიური ჩართულობა როგორც სასწავლო პროცესში, ასევე არაფორმალურ გარემოში სწავლების პროცესში, მივიღებთ საინტერესო უკუკავშირს, მოსწავლეები უკეთ გაანალიზებენ ნანახს და მოხდება სინთეზი .
 
 2014 წლის დასაწყისში პირველი კლასიკურ გიმნაზიაში გაიმართა მასწავლებელთა რესურს-წიგნის ”ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული ქალაქების დაცვის”პრეზენტაცია, ეს სახელმღვანელო წარმოადგენს პირველ მცდელობას, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო გეგმებში შეტანილი იქნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვისადმი მიძღვნილი თემატიკა და აქტივობები, რომელიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს აღნიშნულისაკითხის ასახვას ეროვნული სასწავლო გეგმის მომავალ რედაქციაში, საკუთრივ საზოგადოებრივი
მეცნიერებების კუთხით ” დამხმარე სახელმძღვანელოს მომზადება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდამჭერი ICOMOSსაქართველოს მიერ განხორციელებული პროექტის ”რეგინული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის”ფარგლებში . პრეზენტაცია გაგვაცნო მანანა თევზაძემ....
 
ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ძალისხმევით 2014 წლის 12-13 სექტემბერს დაბა წყნეთში გაიხსნა ისტორიის მასწავლებლებისათვის საზაფხულო სკოლა ( დიდი მადლობა მინდა აქვე მოვახსენო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კავშირს თანადგომისა და ფართობის გამოყოფისათვის) ქალბატონ ნანა ციხისთავის და მანანა შეყილაძის  ორგანიზებით დაარსებული საზაფხულო სკოლაში გატარებული ორი დღე ძალიან საინტერესო იყო, აქაც სხვა რიგ საინტერესო საკითხებთან ერთად ერთ-ერთი საკითხი კვლავ ამ წიგნის განხილვა იყო, გვეწვია კვლავ მანანა თევზაძე და სწორედ აქ დავგეგმეთ სკოლებში მოგვეხდინე ამ საინტერესო პროეტებისა და სამოდელო გაკვეთილების განხორციელება.

       ჩემი პროექტი „ჩვენი საქართველო ..მცხეთა“განხორციელდა სწორედ იმ დამხმარე სახელმძღვანელოს დახმარებით, რომელზეც ზევით უკვე მოგახსენეთ, დავამატებ- ICOMOS პარტნიორი ამ სახელმძღვანელოს მომზადებაში გახლავთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამა.
რატომ ავირჩიე საპილოტედ მცხეთის შესწავლა?! რა გახდა მთავარი მიზეზი ამ პროექტის განხორციელებისა?!

 მოგეხსენებათ 21-ე საუკუნეში ახალი არ არის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილზე, აღარც არაფორმალურ გარემოში გვიკვირს გაკვეთილის ჩატარება, მაგრამ ძალიან კარგია თუ მასწავლებელი ითანამშრომლებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებთან და მათთან ერთად დაგეგმავენ საინტერესო სწავლებას. ერთ-ერთი ასეთი საინტერესო პროექტი გახლავთ საბავშვო არქეოლოგია , რომელშიც უკვე აქტიურად არიან ჩაბმულები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მასწავლებლები, ამასი დიდი დამსახურება მიუძღვის საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციას, რომელიც აქტიურად თანამშრომლოს როგორც ეროვნულ მუზეუმთან , ასევე კულტურულ მემკვიდრეობასთან, სწორედ იმსასსაშუალებით დახმარებით გავეცანი მე ICOMOS მიერ გამოცემულ დამხმარე სახელმძრვანელოს , გადავხედე ჩემი მეხუთეკლასელების ეროვნულ სასწავლო გეგმას და ნაბიჯ-ნაბიჯ დავგეგმე მცხეთის შესწავლა ჩემ მოსწავლეებთან..
სკოლის სახელმძღვანელო გვაძლევს საშუალებას ეტაპობრივად და საინტერესოდ გავიაროთ მცხეთის შესწავლა . მოვახდინოთ სამივე საგნის წინ წამოწევა და ინტეგრირება განხორციელდება ძალიან საინტერესოდ.. გავაკეთოთ მოკლე დაგეგმვა სქემის სახით



    პრობლემა?!
სახელმძღვანელოს დამუშავებისას აღმოვაჩინე , რომ ქალაქი მცხეთა განხილული მეხუთე კლასში არ არის, გვხვდება ქრისტიანობის გავრვცელების პერიოდში, მირიან მეფის და ქართლის მოქცევაში, მოტანილია წყარო „ქართლის ცხოვრებიდან“ სადაც სვეტიცხოვლის დაარსების ისტორიას იგებენ მოსწავლეები, გვხვდება მცხეთა ასევე შიდა ქართლის შესწავლისას რუკაზე , სამწუხაროდ არ გვხვდება ისტორიულ ქალაქებში სადაც ვანზე და ქუთაისზეა საუბარი.. სწორედ ამ მიზეზების გამო მე ვფიქრობ კარგი იქნება თუ მოსწავლეები მიიღებენ დამატებით ცოდნას ამ უძველეს ქალაქზე. სწორედ აქ დაგვეხმარება ICOMOS მიერ გამოცემული დამხმარე სახელმძღვანელო, როგორ? ამაზე შემიძლია ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ .

0 Response to " "

Post a Comment