ხელით დაწერილი წიგნი მცხეთაზე
„წიგნიერება განისაზღვრება როგორც საზოგადოების მიერ ღირებულად მიჩნეული და/ან ინდივიდისათვის ფასეული წერილობითი ენობრივი ფორმების გაგებისა და გამოყენების შესაძლებლობა. პატარა მკითხველებს უნდა შეეძლოთ მრავალფეროვანი ტექსტების შინაარსის გაგება…"მოსწავლეების წიგნიერება გამოიხატება მათ დამოკიდებულებაში თავად ტექსტთან, წაკითხულის გაანალიზებასთან , წრის, კითხვის ასევე აზრის გადმოცემის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება იწყება დაწყებითი საფეხურიდან, მოსწავლე ნელ-ნელა ეჩვევა ტექსტის კითხვას, გაანალიზებას, საინტერესო ფაქტების გამოყოფას; ..”წიგნიერება, ტრადიციული გაგებით, გულისხმობს ენის გამოყენების უნარს კითხვისთვის,წერისა და ლაპარაკისთვის. დღეს ამ ცნების შინაარსი საკმაოდ გაფართოვდა: ის მოიცავს ცვალებად კონტექსტში კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა დამოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემის მოგვარების უნარს.
მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეს, რომ მან შეძენილი ცოდნა და გამოცდილებასხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადაიტანოს და გამოიყენოს. აუცილებელიასასწავლო პროცესში საგანთაშორისი კავშირების დამყარებაც” მანანა ბოჭორიშვილი(ტრანსფერული ცოდნის შეძენის პროცედურები და შესაბამისი მეთოდური ინსტრუმენტები.)
მე მოგიყვებით ამბავს და თქვენ თავად განსაჯეთ ამ პროექტზე მუშაობისას რამდენად საინტერესოდ შეიძინეს ცოდნა მოსწავლეებმა , შეძლეს თუ არა საგანთაშორის კავშირის დამყარება და ნანახის გადმოცემა საინტერესო ფორმატში და დააშენეს თუ არა ახალი ცოდნა წინარეცოდნაზე;
ახალს არ ვიტყვი არაფერს , ყველამ , განსაკუთრებით კი ჰუმანიტარული საგნის მასწავლებლებმა ვიცით , რომ ქალაქგარეთ გაყვანა მოსწავლეებისა სამ რამეს ემსახურება , ეს არის ახალი გარემოს შესწავლა (ისტორიული ძეგლი, ბუნებრივი ნაკრძალი თუ სხვა) , სწავლება ახალი მასალისა არაფორმალურ გარემოში და სკოლაში დაბრუნების შემდეგ მოლოდინი- რამდენად გაიაზრეს , დაიმახსოვრეს ნანახი და მოსმენილი მოზარდება . (ანუ უკუკავშირი)
მცხეთიდან დაბრუნების შემდეგ სალომე კაბინეტის კარებთან დამხვდა , ხელში დიდი წიგნი ეჭირა , გამომიწოდა და მითხრა -ნინო მას მე წიგნი დავწერე , სიმართლე გითხრათ ჯერ ცოტა გამიკვირდა, რადგან წიგნი მოცულობით დიდი იყო, ისიც ვიფიქრე უფროსებიც ხომ არ მიეხმარნენ მეთქი, მაგრამ გადავფურცლე და ყველა გვერდზე სალომეს ხელით დაწერილი მცხეთის ისტორია იკითხებოდა .. ძალიან გახარებულმა კლასში გამოვაცხადე, რომ დღეს გვექნებოდა კითხვის საათი და ყველა წიგნის ავტორის გარშემო დავსხედით. სიუპრიზები წინ გველოდა, აღმოჩნდა , რომ წიგნში არა მხოლოდ საინტერესო ისტორია იყო მოთხრობილი, არამედ გაფორმებული იყო როგორც რუკებით, ასევე ნახატებით . მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ, თუმცა რამდენჯერმე შევაწყვეტინეთ სალომეს კითხვა, გამომდინარე იქიდან, რომ უფრო კარგად დაგვეთვალიერებინა ის თვალსაჩინოებები, რომელიც წიგნში იყო მოთავსებული . როცა სალომე დაასრულა ჩვენთვის მასალის გაცნობა, რამოდენიმე შეკითხვა დაუსვეს მოსწავლეებმა, ჯერ კვლავ მცხეთაზე და შემდეგ წიგნის შესახებ.. გასაკვირი არ არის, რომ სხვებსაც დიდი სურვილი გაუჩნდათ შეექმნათ მსგავსი სახელმძრვანელო , ამიტომ სწრაფად მოვისაზრე რითი შევძლებდი მთელი კლასის გაერთიანებას და თან მათი სურვილის ასრულებას .
ჩვენ დავგეგმეთ - ერთობლივად შეგვექმნა წიგნი ახალი წლის ტრადიციების შესახებ, იმისათვის რომ ყველა ყოფილიყო ჩართული აქტიურობაში საქართველოს კუთხეების მიხედვით დავყავით კლასი ჯგუფებად..
ახლა მეხუთე კლასში უკვე ორი წიგნი გვაქვს 1. დიდი მცხეთა , რომელიც სწორედ ამ საინტერესო პროექტის განხორცილებისას შეიქმნა და 2. ახალი წლის ტრადიციები საქართველოში, რომლის ”დაბადებაც: სალომეს ხელით დაწერილი წიგნის ბრალია.